სიახლეები

ყველა სიახლე

იუნკერებმა საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის უფროსმა, მაიორმა ვახტანგ ზედგინიძემ მონაწილეობა მიიღეს თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში, სროლისა და წვრთნის კვირეულში (UHASAT).
20.07.2018

მობილობა​ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში  

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  სტუდენტთა მობილობა დაიწყო.
19.07.2018

დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
19.07.2018

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ