სიახლეები

ყველა სიახლე

ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაურის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი იმყოფებოდა.
31.10.2018

სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში  ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და დამოუკიდებელი მკვლევარები იღებდნენ მონაწილეობას.
29.10.2018

კანადის ატაშეს ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადე​მიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კანადის ატაშე საქართველოში, საჰაერო ძალების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ტოდ ბრეთვეითი გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა. ​სტუმარს ეროვნული თვადაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ უმასპინძლეს. 
26.10.2018

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ