სიახლეები

ყველა სიახლე

ვიცე-პოლკოვნიკ ავთანდილ აბაშიძის ლექცია იუნკერებისთვის

​საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდა და მათ გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის, მისი სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
20.06.2018

საინფორმაციო შეხვედრა პირველ და მეორე კურსელ იუნკერებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველ და მეორე კურსის იუნკერებისთვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
20.06.2018

ამერიკელი პროფესორის ლექცია

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, გრეით ბეის კოლეჯის პროფესორი ედუარდ რაუპი ესტუმრა.
19.06.2018

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ