სიახლეები

ყველა სიახლე

კონფერენცია თავდაცვის სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თავდაცვის სფეროში არსებული ინოვაციები“.
20.07.2017

გერმანიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლის ვიზიტი აკადემიაში

ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში,  აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  შეიარაღებული ძალების აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი კლაუს ჰუტკერი.
19.07.2017

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.  სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას აკადემიის იუნკერებთან  ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედის“ და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები იღებდნენ.
19.07.2017

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ