სიახლეები
ყველა სიახლეფრენბურთის ტურნირში გამარჯვებული გამოვლინდა
დასრულდა მორიგი ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობა იღებდა.
20.04.2018
თენგიზ შარმანაშვილის ლექცია არმიჰოლში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ბატონმა თენგიზ შარმანაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ.
20.04.2018
აკადემიაში ფრანგული და გერმანული ენების კლასები გაიხსნა
დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ ბაკალავრიატში ფრანგული და გერმანული ენების კლასები გახსნეს.
18.04.2018
ჩვენ შესახებ
1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.