სიახლეები

ყველა სიახლე

საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად ფრანგი კადეტები იმყოფებიან. მათ აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში არსებული სამხედრო განათლების სისტემა გააცნეს.
16.01.2019

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა.
17.12.2018

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ