დავით გულუა

ინფორმატიკის მიმართულება

ასოცირებული პროფესორი

დავით გულუა



განათლება

27.02.2006 საკანდიტატო დისერტაციის დაცვა თემაზე “განაწილებული სისტემების მოდელირება უნიფიცირებული პეტრის ქსელებით“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სამეცნიერო ხელმღვანელი: პროფ. გია სურგულაძე;

ნოემ. 1999 – დეკ. 2004 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა;

თებ. 1998 – ნოემ. 1999 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ინფორმატიკის და მართვის სისტემების ინსტიტუტის მაგისტრატურა; სპეციალობა – ინფორმაციის დამუშავების და მართვის ავტომატიზებული სისტემები, მაგისტრის აკადემიური ხარისხი; წარჩინებით;

სექტ. 1993 – დეკ. 1997 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ინფორმატიკის და მართვის სისტემების ინსტიტუტი; სპეციალობა – ინფორმაციის დამუშავების და მართვის ავტომატიზებული სისტემები, სისტემური ინჟინერის დიპლომი და ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; წარჩინებით.

სამუშაო გამოცდილება

ოქტ. 2014 - დღემდე თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის ასოცირებული პროფესორი;

სექ. 2014 - დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი;

თებ. 2014 - სექ. 2014 პროკრედიტბანკ საქართველოს IT-დეპარტამენტის სისტემის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი;

თებ. 2013 - თებ. 2014 პროკრედიტბანკ საქართველოს IT-დეპარტამენტის მთავარი სისტემური ადმინისტრატორი;

სექ. 2009 - იან. 2013 სალექციო საქმიანობა მიწვეული პედაგოგის სტატუსით:

    • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (საგანი „სტრუქტურული და ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდები“);
    • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (საგანი „სისტემების და ქსელების ადმინისტრირების საფუძვლები“);
    • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ფრანგული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (საგნები „შესავალი ინფორმატიკაში“, „მონაცემთა ბაზების მართვის საფუძვლები“).

აგვ. 2009 - იან. 2013 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მონაცემთა ბაზების და სერვერული სისტემების ადმინისტრატორი);

თებ. 2008 - ივნ. 2009 გერმანიის გერიატრიის ფედერალური კავშირის IT-კონსულტანტი;

თებ. 2005 – მაი. 2009 ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის თანამშრომელი;

აგვ. 2002 – აგვ. 2003 გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თეორიული დაპროგრამების კათედრა;

სექტ. 2001 – ივლ. 2002 მსოფლიო ბანკის პროექტის IT–კონსულტანტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში;

იან. 1999 – ივლ. 2002 სპორტული გაზეთ სარბიელის კომპიუტერული ცენტრის თანამშრომელი და ჟურნალისტი;

ივნ. 1996 – დეკ. 1999 ასისტენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციის დამუშავების და მართვის ავტომატიზებული სისტემების №94 კათედრაზე.

ტრენინგები, სხვა მიღწევები

2014 წელი - Windows 2012 Server-ის ადმინისტრატორის კურსი, დელტა ლერნინგი, თბილისი;

2016 წელი - Veeam Availability Suite 9.x-ის ადმინისტრირება, Veeam & ორიენტ-ლოჯიკი, თბილისი/