ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველობითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების განხორციელებას:

  • ზრუნავს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე აკადემიურ და სამხედრო სკოლებში;
  • შეიმუშავებს სწავლისა და კვლევის ხარისხის შეფასების მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს;
  • დადგენილი ინდიკატორების მიხედვით სისტემატურად აფასებს სწავლისა შედეგებს და მათ შესაბამისობას უნივერსიტეტის მისიასთან;
  • ხელს უწყობს აკადემიური პერსონალისა/სამხედრო ინსტრუქტორების საერთაშორისო სივრცეში ჩართვას;
  • კოორდინაციას უწევს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს;
  • თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოყალიბების მიზნით;
  • ატარებს ტრენინგებს აკადემიური პერსონალის/სამხედრო ინსტრუქტორების/მასწავლებლების/მოწვეული სპეციალიტებისთვის.