აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭო ეროვნული თავდაცვის აკადემიის მართვის ორგანოა, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების შესაბამისად.

აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი:

  • შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
  • სკოლების წარდგინებით, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
  • ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობის, ინტეგრირებული სწავლების და სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
  • ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;
  • ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
  • ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს;
  • ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
  • ირჩევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
  • იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ;
  • შეიმუშავებს აკადემიის წესდების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
  • ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
  • სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლის საბჭოს წარდგინებით, შეიმუშავებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;
  • ადგენს კრედიტების აღიარების წესს;
  • წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
  • შეიმუშავებს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.