რექტორის მოადგილე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე

პოლკოვნიკი მამია ბალახაძე

დაბადების თარიღი: 1977 წლის 24 მაისი

უცხო ენები: გერმანული, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება:

სამოქალაქო

2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი;

2007 ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით მაგისტრი;

1999 გაერთიანებული სამხედრო აკადემიის, ისტორიის ბაკალავრი.

სამხედრო

2015-2017 ბუნდესვერის მართვის აკადემია – გენერალური და საადმირალო შტაბების საერთაშორისო სასწავლო კურსი;

2002 კაპიტნის საკარიერო კურსი. ბუნდესვერი, გერმანია;

1995-1998 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის სამხედრო აკადემია;

1994-1995 გაერთიანებული სამხედრო აკადემია. თბილისი, საქართველო.

სამუშაო გამოცდილება:

2017 გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის სამმართველოს უფროსი;

2013 გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი ოფიცერი;

2011 ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილე – სამხედრო პოლიცია;

2010 ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილე – გენერალური ინსპექცია;

2009 თავდაცვის ატაშის მოადგილე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

2008 სახმელეთო ჯარების სარდალი;

2006 სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი;

2006 სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსი;

2004-2006 I-ქვითი ბრიგადის მეთაური;

2004 სამშვიდობო ბატალიონის მეთაური (ერაყის რესპუბლიკა);

2002-2004 ,,კომანდო-ს” ბატალიონის მეთაური 11-ე ბრიგადა;

2001-2002 სწრაფი რეაგირების ძალების ,,კომანდო”-ს ბატალიონის მეთაურის მოადგილე;

2001 S-3/ ოფიცერი - მცირე ინტესივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ცენტრში;

2000 ასეულის მეთაური - მცირე ინტესივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ცენტრში;

2000 ოცეულის მეთაური სამშვიდობო ოპერაციებში - კოსოვოს რეგიონი (იუგოსლავია);

1999-2000 ოცეულის მეთაური - მცირე ინტესივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ცენტრში (კოჯორი);

1999 ინსტრუქტორთა ჯგუფის, მე-2 ჯგუფის მეთაური - მცირე ინტესივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ცენტრში (კოჯორი);

1998 ინჟინერ ამფეთქებელი - მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ცენტრში (კოჯორი).

საბრძოლო გამოცდილება:

2008 ,,სამაჩაბლოს” რეგიონი;

2004 ,,სამაჩაბლოს” რეგიონი.

სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა:

2004 ,,ერაყის” რესპუბლიკა;

2000 ,,კოსოვოს” რეგიონი (იუგოსლავია).

სამხედრო კურსები:

2017 გაეროს სართაშორისო სასწავლო კურსი;

2007-2008 თავდაცვის ეროვნული აკადემია, ინგლისური ენის ინტენსიური სასწავლო კურსი. საქართველო;

2006 საშტაბო და საბრძოლო მომზადების დაგეგმარების კურსი. საქართველო;

2005 შტაბის ოფიცერთა კურსი. საქართველო;

2004 საქართველო - აშშ - დიდი ბრიტანეთის სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი კურსი (საშტაბო სამეთაურო მომზადება). საქართველო;

2003 მულტინაციონალური სწავლება. საქართველო;

2002 წვრთნის და აღჭურვის პროგრამა (GTP). საქართველო;

2002 სამთო ასეულის მეთაურის კურსი. გერმანია;

2000 ზვავსაწინააღმდეგო მომზადების კურსი. ანდერმატი - შვეიცარია;

2000 სამთო სათხილამურო მომზადების კურსი. ანდერმატი - შვეიცარია;

1999 საშტაბო სამეთაურო მომზადება. საქართველო;

1999 სადესანტო საპარაშუტო მომზადების კურსი. კანადა;

1998 მაშველთა ძირითადი კურსი. ბუნდესვერი, გერმანია;

1996 მსროლელის ძირითადი კურსი. გერმანია;

1995 გერმანული ენის კურსი. ბუნდესვერის სამხედრო ენის სკოლა, გერმანია.

ჯილდოები:

2016 მედალი “სამშობლოსათვის თავდადებული” (20 წელი და მეტი უმწიკვლო სამსახურისთვის);

2012 I ხარისხის მედალი საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის (ოქრო);

2008 II ხარისხის მედალი საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის (ვერცხლი);

2000 ნატოს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის (Non Artikle-5);

2000 ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.