რექტორის მოადგილე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი მოადგილე

რამაზ კვარაცხელია

დაბადების თარიღი: 1983 წლის 16 სექტემბერი

უცხო ენები: ინგლისური, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

აკადემიური ხარისხი: სამართლის დოქტორი


განათლება:

2006-2009 თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტურა, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2001-2006 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

2018 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2016-2018 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2014-2016 შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - პროფესორი (სამმართველოს უფროსის მოადგილე);

2012-2014 შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ფაკულტეტის/განყოფილების უფროსი;

2011-2013 ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი;

2010-2013 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2010-2011 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;

2010-2011 გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი;

2010-2011 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი;

2010-2011 თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “გორგასალი”-ს ასოცირებული პროფესორი;

2009-2011 ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;

2008-2010 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;

2008 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსი;

2008 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

2007-2008 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე;

2007 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს I განყოფილების უფროსი გამომძიებელი;

2006-2008 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის პედაგოგი (საგანი - სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, კრიმინოლოგია);

2006-2007 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი;

2005-2006 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწედ.

ტრენინგები:

2014 „სისხლისსამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი“ - სახელმწიფო ანტი-ნარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი;

2014 „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხები“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. (ამერიკის შეერთებული შტატები, „საერთაშორისო სტუმრის“ პროგრამა);

2013 „დანაშაულთან და ტერორიზმთან მებრძოლი სამართალდამცავთათვის საწვრთნელი პროგრამის განსაზღვრა და მართვა“ - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი;

2013 „მოწმის გამოკითხვისა და დაკითხვის წესის შესახებ“ - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო;

2011 სისხლის სამართლის პროფესორებისათვის ორგანიზებული კურსი “სასამართლო უნარ-ჩვევები” - ამერიკის იურისტთა ასოციაცია;

2010 კურსები - “სასამართლო ექსპერტიზის/ექსპერტი მოწმის დაკითხვის საკითხებზე” - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკის იურისტთა ასოციაცია;

2010 “სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის სწავლების დარგში” - ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროპის საბჭო;

2007 „კრიმინალური პოლიციის გადამზადების კურსები“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

2007 „პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მეთოდიკა და ტაქტიკა“ - გაცვლითი პროგრამა პოლონეთში;

2007 „სექსუალური ექსპლოატაციისაგან ქალთა დაცვის საკითხები“ - გაერთიანებული ერების საქართველოს წარმომადგენლობა;

2007 „კრიმინალური პოლიციის საბაზისო მომზადების კურსები“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

2006 სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარება - ტრენერთა სწავლების პროგრამა - ამერიკის იურისტთა ასოციაციის, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლის ინიციატივა;

2006 სემინარი “სასამართლო უნარ-ჩვევები” - ამერიკის იურისტთა ასოციაციის, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლის ინიციატივა.

პუბლიკაციები:

ავტორია 16 სამეცნიერო პუბლიკაციისა და 7 მონოგრაფიის.