რექტორი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი

ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე

დაბადების თარიღი: 1969 წლის 12 ივლისი

უცხო ენები: ინგლისური, თურქული, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი

განათლება:

სამოქალაქო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

1997 საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. სამართალმცოდნე.

სამხედრო

2015 აშშ ეროვნული ომის კოლეჯი. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი. მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში;

2010 გაერთიანებული ძალების სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსი. ბალტიის თავდაცვის კოლეჯი. ესტონეთი;

2009 არმიის შუალედური სამეთაურო-საშტაბო კურსი. ესტონეთი;

2004 ჟანდარმერიის ძირითადი საოფიცრო კურსები. ჟანდარმერიის სკოლა. თურქეთი.

სამუშაო გამოცდილება:

2016 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე;

2015 - 2016 შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპრტამენტის ოპერაციების სამმართველოს უფროსი;

2007-2013 შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ოპერაციების სამმართველოს დაგეგმვის განყოფილების უფროსი;

2006-2007 სახმელეთო ჯარების ოპერაციების სამმართველოს G-3 ოპერაციების დაგეგმვის ოფიცერი;

2005-2006 ქვეითი ბატალიონის მეთაური;

2004-2005 ბრიგადის შტაბის უფროსი;

1999-2004 ბატალიონის შტაბის უფროსი;

1992-1999 ასეულის მეთაური;

1991-1992 ოცეულის მეთაური.

საბრძოლო გამოცდილება:

2012 საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციები (ISAF) – ავღანეთი;

2008 საქართველო - რუსეთის ომი;

2008 მშვიდობისა და აღდგენის ოპერაციები - ერაყი;

2000 ანტიტერორისტული ოპერაცია - პანკისის ხეობა;

1993 აფხაზეთი.

სხვა სამხედრო კურსები:

2013 თავდაცვის მართვა უსაფრთხოების ფართო სპექტრში - ქ. ლვოვი, უკრაინის რესპუბლიკა. დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი კურსი;

2013 ყოვლისმომცველი ოპერაციების დაგეგმვის კურსი. შვედეთი;

2013 ერთობლივი გაერთიანებული ოპერაციების ცენტრი - ქ. ობერამერგაუ გ.ფ.რ.;

2011 უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტრანზიციისა და რეკონსტრუქციის კურსი. ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი. გ.ფ.რ.;

2008 ოპერატიული შტაბის ოფიცრის კურსი. ფინეთი.