ბაკალავრიატი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და მიმდინარე წელს არ უსრულდებათ 24 წელი;

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • თავდაცვა და უსაფრთხოება საბაკალავრო პროგრამა

2. აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ზოგადი უნარები, უცხო ენა, ქართული ენა და მათემატიკა.


2. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში;

3. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში;

4. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და გაგზავნილ იქნებიან სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად;

5. საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებამდე იუნკერებმა უნდა გაიარონ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT);

6. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 3 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) - 2 ეგზ.
  3. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
  5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და-ძმა) - 2 ეგზ.
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.
  9. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
  10. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
  11. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ - 2 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) – 2 ეგზ.
  13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  14. ფოტოსურათი 3X4-ზე - 6 ცალი
  15. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
  16. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

შენიშვნა:

  1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
  2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.