სიახლეები

ყველა სიახლე

ეროვნული თავდაცვის აკადემია განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

დღეს, “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების რიგით მე-7 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. 
16.02.2017

იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები 6 თებერვლიდან 19 თებერვლამდე გადიან პრაქტიკულ საველე სწავლებას „საერთო საჯარისო ტაქტიკა“. 
15.02.2017

სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების სტაჟირების დასასრული

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 16 იანვრიდან 9 თებერვლამდე სტაჟირება გაიარა სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხმა კადეტმა. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფრანგი ლეიტენანტები ინგლისური და რუსული ენების კურსებს ესწრებოდნენ.
10.02.2017

ჩვენ შესახებ

ეროვნული თავდაცვის აკადემია (ეთა) პირველი ქართული „იუნკერთა სკოლის“ შთამომავალია, რომელიც 1919 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაარსდა. 2010 წლის 8 დეკემბერს აკადემიამ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა და აკადემიის სახელწოდება შემდეგნაირად განისაზღვრა - „სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მინიჭებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ