სიახლეები

ყველა სიახლე

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები შინაგან საქმეთა სამინისტროში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
23.06.2017

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები აკადემიაში

დღეს, სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის ლექცია წაიკითხეს თემაზე: „კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების საბაზისო კურსი კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებლებისთვის“. აღნიშნულ კურსს მხარს უჭერს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი.
23.06.2017

პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, დღეს, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს სამხედრო განათლების სისტემისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრა.
22.06.2017

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ