ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამა და მიმდინარე წელს არ უსრულდებათ 24 წელი;

2. აბიტურიენტებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების ტესტს. (საქართველოს მოქალაქეები).

  • აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი);
  • უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვა ხორციელდება სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში;

4. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და გაგზავნილ იქნებიან სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად;

5. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 3 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) - 2 ეგზ.
  3. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი), ასლი - 2 ეგზ.)
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
  5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და-ძმა) - 2 ეგზ.
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.
  9. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
  10. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
  11. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ - 2 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) – 2 ეგზ.
  13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  14. ფოტოსურათი 3X4-ზე - 6 ცალი
  15. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
  16. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

შენიშვნა:

  1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
  2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.