მაგისტრატურა

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზმიიღებიან:

  • სამხედრო პირები, რომელთაც აქვთ ,,მაიორი‘‘-ს და ,,ვიცე-პოლკოვნიკი‘‘-ს სამხედრო წოდება და გავლილი აქვთ კაპიტნის საკარიერო კურსი ან მასთან გათანაბრებული სამხედრო განათლების პროგრამა და მინიჭებული აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს პროგრამებზე მისაღებ სამოქალაქო კონტინგენტს, რომელთაც აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • თავდაცვის სამინისტროსა და მის მიერ განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება და აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა (საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამაზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
  • მისაღები გამოცდა სპეციალობაში (გამოცდის თემატიკა გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე მისაღები გამოცდის თარიღამდე ორი კვირით ადრე);
  • სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა ჩააბარონ სამეთაურო-საშტაბო კურსის მისაღები გამოცდა;
  • მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა (მინიმუმ CEF B2 ან STANAG 2;2;2;2) ან წარმოადგინონ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • სამოქალაქო პირებმა უნდა გაიარონ გასაუბრება.

შენიშვნა:

1. პროგრამებზე არ მიიღებიან ოფიცრები, რომელთაც ზღვრული ასაკის მიღწევამდე დარჩენილი აქვთ 5 წელზე ნაკლები.

2. პროგრამებზე არ მიიღებიან ოფიცრები, რომელთაც დამთავრებული აქვთ სამეთაურო-საშტაბო კურსი ან/და მისი უცხოური ექვივალენტი.