სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად:

- მსურველმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და მისაღები გამოცდა სპეციალობაში (მისაღები გამოცდის თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ვებგვერდზე მისაღები გამოცდის თარიღამდე ორი კვირით ადრე). საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამაზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

- სამხედრო მოსამსახურეები დამატებით აბარებენ სამეთაურო საშტაბო პროგრამის მისაღებ გამოცდას

- კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა (მინიმუმ CEF B2ან STANAG 2;2;2;2) ან წარმოადგინონ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

- გაიარონ გასაუბრება (მხოლოდ სამოქალაქო პირებისათვის)

სამაგისტრო პროგრამაზე მიიღებიან:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ოფიცრები.

ა) ,,მაიორი‘‘-ს და ,,ვიცე-პოლკოვნიკი‘‘-ს სამხედრო წოდებით - რომლებსაც გავლილი აქვთ კაპიტნის საკარიერო კურსი ან მასთან გათანაბრებული სამხედრო განათლების პროგრამა*, მინიჭებული აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ზღვრულ ასაკამდე დარჩენილი აქვთ არანაკლებ 5 წლისა, არ აქვთ დამთავრებული სამეთაურო საშტაბო კურსი ან/და მისი უცხოური ექვივალენტი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე (შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) პირები, რომლებსაც გააჩნიათ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხი სამხედრო და სამოქალაქო პირების კვოტა არის 15.

3.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ოფიცრები - 8 სამხედრო მოსამსახურე.

3.2 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები - 7 სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე (შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) პირი.

4. სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს რომელთაც წარმატებით გადალახეს საგამოცდო მინიმუმი მისაღებ გამოცდებში. თუკი ამგვარი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა აღემატება პროგრამისათვის არსებული ადგილების რაოდენობას, მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით შექმნილი რეიტინგის შესაბამისად, პროგრამაზე ჩაირიცხება უკეთესი მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურე.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან წარმოდგენილი კანდიდატები პროგრამაზე ჩაირიცხებიან მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე. საგამოცდო მინიმუმის გადალახვის შემთხვევაში პრიორიტეტი ჩარიცხვაზე მიენიჭება სტრუქტურულ კუთვნილებას (თითოეული სტრუქტურიდან 1 პირი, რათა მიღწეული იქნას მაქსიმალური წარმომადგენლობითი მრავალფეროვნება.

6. რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან კანდიდატის არ არსებობის ან საგამოცდო მინიმუმის ვერ გადალახვის შემთხვევაში მათი კვოტა დაემატება სამხედრო გვარეობებს (მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით შექმნილი რეიტინგის შესაბამისად, კურსზე ჩაირიცხება უკეთესი მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურე).


შენიშვნა:

* საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08/05/2014 წლის ნომერ MOD81400000595 ბრძანების თანახმად „ოფიცერთა სამხედრო განთლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“(მუხლი 12, 3-ე ქვეპუნქტი) ოფიცრებს ვიცეპოლკოვნიკის სამხედრო წოდებით, რომლებსაც სრულად არა აქვთ გავლილი ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების პროგრამები 2017 წლის ჩათვლით ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მისაღებ გამოცდებში და კონკურსის შედეგად ჩაირიცხონ აღნიშნულ პროგრამაზე.