ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არა­ქართულ­ენოვანი მსმენელები­სათვის ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა B1+ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე გამოუმუშავდეთ ლექსიკური მარაგის, სწორი მორფოლოგიური ფორმებისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით წინადადებების აგების უნარი; სიტუაციის (კონტექსტის) შესაბამისად ენობრივი ფორმების გამოყენების უნარი; ტექსტის გაგების, კონსტრუირებისა და ინტერპრეტირებისათვის სათანადო სტრატეგიების გამოყენების უნარი; ქართული ენის გამოყენებით ქართულ გარემოში ორიენტირების უნარი; შეძლონ ქართული ენის ცოდნისა და უნარების შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება დამოუკიდებლად.

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვება ხორ­ციელდება ”უმაღლესი განათლების შესახებ” სა­ქართ­ველოს კანონის II მუხლის ჰ35 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოც­დე­ბის მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების შე­დეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართვე­ლოს მოქალაქეებისათვის დადგენილი წესით.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში.