სამაგისტრო პროგრამა

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ოფიცრის უმაღლესი სამხედრო განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე (სამაგისტრო) საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და საქართველოს სამთავრობო უწყებების თანამშრომლებში აუცილებელი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ოფიცრებისთვის, სპეციალისტებისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთათვის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე შესწავლას.

მსმენელები სიღრმისეულად ეცნობიან უსაფრთხოების ყველა საშუალებას და სწავლობენ სათანადო კომბინაციების შერჩევას ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად.