სიახლეები

ყველა სიახლე

მოწვეული ინგლისური ენის მასწავლებლების გაცილება

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ამერიკის თავდაცვის ენის ინსტიტუტის ინგლისური ენის ცენტრის (DLIELC) ინგლისური ენის მასწავლებლების გაცილების საღამო გაიმართა. აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ენობრივი მომზადების სკოლის უფროსმა, მაიორმა კახა ყავლაშვილმა მასწავლებლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
15.02.2018

ინგლისური ენის ახალი სახელმძღვანელოების შეფასება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლაში ორი კვირის განმავლობაში ორგანიზაციის „ინგლისური წიგნი საქართველოში“ წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობდა ინგლისური ენის ახალი სახელმძღვანელოებით (skillful) ჩატარებული მეცადინეობების მონიტორინგი, რომლის შემაჯამებელი შეხვედრა 13 თებერვალს ორგანიზაციის ოფისში გაიმართა.
14.02.2018

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელების პრაქტიკული მეცადინეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში "კრწანისი" სიმულაციური სისტემა „JCATS“-ის გამოყენებით ბრიგადის დონის სწავლება "ორმაგი დარტყმა" გაიარეს.
14.02.2018

ჩვენ შესახებ

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2014 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

დაწვრილებით
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ