საერთაშორისო ურთიერთობები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრიორიტეტს მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადება წარმოადგენს. ამ მიზნით, აკადემიაში ხორციელდება სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამა, ტარდება სემინარები და ტრენინგები.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, იუნკერები და მსმენელები მონაწილეობას იღებენ უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ამას გარდა, სტაჟირების გავლის მიზნით აკადემიას ხშირად სტუმრობენ კადეტები საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმებული აქვს შემდეგ უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან:

ბალტიის თავდაცვის კოლეჯი (BALTDEFCOL) - 2011, განახლდა - 2016 წელს
ჩრდილოეთ ჯორჯიის კოლეჯი და სახელმწიფო უნივერსიტეტი (NGCSU) - 2011
ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის უნივერსიტეტი (Univerzita obrany, UO) - 2011
ოლონეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (Academia Obrony Narodowej – AON) - 2012
ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის აკადემია (NDA) - 2012
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია - 2013
ლიტვის რესპუბლიკის სამხედრო აკადემია (MAL) - 2014
ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი - 2016
ნორვეგიის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯი - 2016

ეროვნული თავდაცვის აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამასთან (DEEP). ნატო-ს პროგრამა ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მხარდაჭერას უწევს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების/კურიკულუმების განვითარებაში, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებაში, სტუდენტთა შეფასებასა და მეთოდოლოგიის დახვეწაში. აკადემიასა და DEEP-ს შორის გაფორმებულია სამოქმედო გეგმა, რომლის განახლებაც ხდება ეტაპობრივად აკადემიის პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.

აკადემია ასევე თანამშრომლობს ნატო-ს ენების საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროსთან (BILC), რომელიც მეთვალყურეობას უწევს აკადემიაში ინგლისური ენის სწავლებას, სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვასა და შეფასების პროცესს.