2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენეს. აკადემიის ხელმძღვანელობამ შინდისში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მემორიალები გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

08.08.2017