აკადემია აცხადებს ნაშრომების მიღებას აკადემიის 2018 წლის სამეცნიერო შრომების კრებულისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს ნაშრომების მიღებას აკადემიის 2018 წლის სამეცნიერო შრომების კრებულისთვის „შრომები“. ავტორებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სამეცნიერო შრომების კრებულის ოფიციალურ ვებგვერდზე (journal.eta.edu.ge) და ნაშრომები წარმოადგინონ არსებული მოთხოვნების შესაბამისად. წარმოდგენილი ნაშრომები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნაშრომების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის სექტემბრამდე.

26.06.2018