აკადემიას ახალი რექტორის მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილის თანამდებობა პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ დაიკავა.

აკადემიის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ ახალი მოადგილე წარუდგინა. ბრიგადის გენერალმა პოლკოვნიკ ბალახაძის გამოცდილებაზე, განათლებასა და პიროვნულ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება და ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მას წარმატებები უსურვა.

აკადემიაში დანიშვნამდე პოლკოვნიკი ბალახაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციაში მსახურობდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლკოვნიკი ბალახაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 25 წელია მსახურობს და ამ წლების განმავლობაში მას არაერთი სამეთაურო თანამდებობა ეკავა.

21.08.2018