აკადემიის იუნკერები სწავლებას „დიდგორი 2018“ დაესწრნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „დიდგორი 2018“ დაესწრნენ.

აღნიშნული სწავლება ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება. მისი პირობითი სცენარიდან გამომდინარე, ტოტალურ თავდაცვაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, კომპეცენტიის ფარგლებში, შესაბამის ღონისძიებებს შეასრულებენ და ჰიბრიდული ომისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედება მოუწევთ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით განხორციელდება.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას მოიცავს.

14.12.2018