ახალგაზრდა ევროპელი ელჩები დაჯილდოების ცერემონია აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში “ევროპის დღეები 2018”-ის ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა გახსნა.

პროექტის მონაწილეებსა და იუნკერებს სიტყვით ასევე მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ლაშა დარსალიამ და საქართველოს გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ხელმძღვანელმა, ბატონმა ლაშა ჯუღელმა.

დღესვე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ბოლქვაძე აკადემიის სტუმრებსა და იუნკერებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შესახებ ესაუბრა.

ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროექტის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ და იუნკერებთან ერთად სამხედრო ლანჩიც მიირთვეს.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნული თვადაცვის აკადემიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა.

11.05.2018