ბრიგადის გენერლის ზაზა ჩხაიძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის III-IV კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა. ბრიგადის გენერალი ჩხაიძე იუნკერებს გენერალური შტაბისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა. ლექციის ბოლოს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

28.02.2018