ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კატინის ტრაგედიის შესახებ გამოფენა გაიხსნა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კატინის გამოფენის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელიც აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუს მაშკიევიჩმა და პოლონეთის სამხედრო ძალების მუზეუმის დირექტორმა სლავომირ ფრატჩაკმა გახსნეს. გამოფენა მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი ათასობით პოლონელის ხსოვნას ეძღვნება. გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს თუ რა არის კატინი და რა მნიშვნელობის მატარებელია იგი პოლონეთისთვის. დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც კატინის ისტორიას, ასევე თითოეული დაღუპული გმირის ამბავს. გამოფენა აკადემიაში იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დღესვე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და პოლონეთს სამხედრო ძალების მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

06.12.2018