ეროვნული თავდაცვის აკადემია განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

დღეს, “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების რიგით მე-7 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში 100-ზე მეტი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში აკადემიის წარმომადგენლები აბიტურიენტებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის, მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

16.02.2017