ეროვნული თავდაცვის აკადემიამ 2017 წელი შეაჯამა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, რექტორის მოადგილეებმა, ადმინისტრაციამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებამ და დაგეგმვის, საბრძოლო მომზადებისა და საჯარისო სამსახურის განყოფილებამ აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და პირად შემადგენლობას 2017 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობისა და აკადემიის წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

მომხსენებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წელი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც აკადემიური ასევე სასწავლო გეგმაში სამხედრო საქმის კუთხით განხორციელებული ღონისძიებებით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აკადემიაში ბერი საინტერესო პროექტი განხორციელდა რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწავლების ხარისხის ამაღლებას. აკადემიაში განხორციელებული თითოეული ღონისძიება ემსახურება ერთ მთავარ მიზანს ანუ აკადემიის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თავდაცვის სისტემაში ბევრი კვალიფიციური პერსონალის მოზიდვას.

აკადემიის რექტორის ინიციატივით მსგავსი სახის პრეზენტაციებს მუდმივი სახე მიეცემა და სამომავლოდ აღნიშნული შემაჯამებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე (eta.edu.ge) განთავსდება.

28.12.2017