ფრანგული ენის მასწავლებლის გაცნობითი სახის ვიზიტი აკადემიაში

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კლერ ბერტო და ფრანგული ენის მასწავლებლი, ბატონი ადრიენ კლუპო.

სტუმრებს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა. არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ბატონი კლუპო 2018 წლის 1- ლი ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე აკადემიის იუნკერებს ფრანგული ენის გაკვეთილებს ჩაუტარებს და მოამზადებს მათ სენ-სირის სამხედრო სკოლისა და DELF-ის (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) გამოცდებისთვის.

01.10.2018