გაცნობითი შეხვედრა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ შიდა ქართლის რეგიონში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე შეხვდა. აკადემიის წარმომადგენლებმა მათ უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურის, საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

03.02.2017