იაპონიის სამხედრო ატაშეების ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იაპონიის ყოფილი და მოქმედი სამხედრო ატაშეები იმყოფებოდნენ.

სტუმრებს ეროვნული თვადაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ უმასპინძლეს. იაპონიის მოქმედმა ატაშემ, პოლკოვნიკმა ტოიოდა დაკეშიმ აკადემიის რექტორს მისი შემცვლელი პოლკოვნიკი არატა დეგუში ​გააცნო.

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს.

სამხედრო ატაშეების ვიზიტი სიმბოლური საჩუქრების გაცვლითა და აკადემიის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

18.07.2018