იუნკერების სპექტაკლი გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების სპექტაკლის „დავით აღმაშენებელი“ ჩვენება გაიმართა.

იუნკერებმა სცენაზე დავით IV აღმაშენებლის მეფობის პერიოდი გააცოცხლეს. ახალგაზრდებმა სცენარი ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნეს.

სპექტაკლის პრემიერას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, აკადემიის ხელმძღვანელობა, იუნკერთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ.

22.11.2017