იუნკერთა ბატალიონის პრაქტიკული საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერები თეორიული ცოდნის პრაქტიკული განხორციელების მიზნით გადიან სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საველე სწავლებებს.

არსებული სასწავლო გეგმის ფარგლებში, მეოთხე კურსის იუნკერებს სასროლეთზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ საცეცხლე მომზადებაში.

მეორე კურსის იუნკერები 2 კვირის განმავლობაში შეისწავლიან სახიფათო ზონის გადალახვას, კონტაქტზე რეაგირებას, გადაადგილების წყობებსა და ხერხებს, სანგარსავალში შესვლასა და მისი მოწინააღმდეგისგან გაწმენდას.

მეორე კურსის იუნკერებთან ერთად საველე სწავლებას გადიან სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელები, რომლებიც აკადემიაში 4 კვირიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.

31.01.2017