კანადის ატაშეს ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადე​მიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კანადის ატაშე საქართველოში, საჰაერო ძალების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ტოდ ბრეთვეითი გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა. ​სტუმარს ეროვნული თვადაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ უმასპინძლეს.

საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინომ სტუმარს აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს და უახლოეს მომავალში კანადის სენ-ჟანის სამეფო სამხედრო კოლეჯში, იუნკერების ახალი ნაკადის მიღებაზეც ისაუბრეს. ვიზიტი სიმბოლური საჩუქრების გაცვლითა და აკადემიის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

26.10.2018