კონფერენცია „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა“

დღეს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ ფორმატში კონფერენცია გაიმართა თემაზე „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა“. მომხსენებლები აუდიტორიას ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ქართული საზოგადოების ცნობიერებისა და მედეგობის ამაღლებაზე, არსებული გამოწვევების პრევენციის, შეკავებისა და გამკლავების გზებზე ესაუბრნენ. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ყურადღება ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში სამხედრო მდგრადობის გაძლიერების აუცილებლობასა და შეიარაღებული ძალების მიერ ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა. კონფერენციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებიც ესწრებოდნენ.

07.02.2018