კონსტანტინე ჟღენტის ლექცია იუნკერებისთვის

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ-სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, კონსტანტინე ჟღენტი.

ბატონი კონსტანტინე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების იუნკერებს შეხვდა და მათ მოლაპარაკების ხელოვნებაზე ესაუბრა. სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მართვასა და მათი გადაჭრის ხერხებზე.

ლექციის ბოლოს ბატონმა კონსტანტინემ იუნკერების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

03.10.2018