ლიტვის სამხედრო აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ლიტვის სამხედრო აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.

06.12.2017