ნატო-ს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს წარმომადგენლები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ნატო-ს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) წარმომადგენლები.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ფრიდონ ელბაქიძემ და რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნინო ჯოჯუამ უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, ბიუროს წარმომადგენლებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საკონფერენციო დარბაზში აკადემიის ბენდის მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრნენ. ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატო-ს მრჩეველი ორგანიზაციაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ნატო-ს მხარდაჭერის გაფართოებას ენობრივი კომპეტენციის, ენობრივი მომზადებისა და განათლების, ასევე, ენის ტესტირების სფეროში. BILC-ის ექსპერტები ქართულ მხარესთან 2005 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათი რეკომენდაციით ჩამოყალიბდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლა.

05.10.2017