ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის საველე სწავლება

დღეს დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ერთკვირიანი საველე სწავლება, რომელიც ატენის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
აღნიშნული საველე გასვლა მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ სწავლებებს შენიღბვასა და კომუფლირებაში, გადაადგილების ხერხებს, სახიფათო ზონების გადალახვასა და საცეცხლე ჯგუფის გადაადგილების წყობებს. საველე-პრაქტიკული სწავლების მიზანია საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ჯგუფის და ათეულის დონეზე პრაქტიკული შესრულებით დახვეწონ ის საბრძოლო ვარჯიშები, რომელიც შესწავლილი აქვთ თეორიულად.

16.11.2018