სიახლეები

სიახლეები

ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის ვიზიტი აკადემიაში

10 თებერვალი 2024

ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის ვიზიტი აკადემიაში

მიმდინარე წლის 8 თებერვალს აკადემიაში განხორციელდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის, პოლკოვნიკ რუშენ აბიდინოღლუს გაცნობითი სახის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
ძეგლის გახსნის ცერემონიალი აკადემიაში

8 თებერვალი 2024

ძეგლის გახსნის ცერემონიალი აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რაც სიმბოლურად არის დაკავშირებული  ,,დავით აღმაშენებლის“ ხსენების დღესთან და ეს არის კიდევ ერთი ახალი ფურცელი თანამედროვე აკადემიის ისტორიაში.საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება და აკადემიამ დაარსებიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. 
სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

7 თებერვალი 2024

სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

2024 წლის 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით  ქ. ვარშავაში და ქ. ოლშტინში (პოლონეთის რესპუბლიკა), ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის, ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP E-Academy) ორგანიზებით, ჩატარებულ გაფართოებულ  სასწავლო სემინარში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა.
იუნკერების ვიზიტი  აშშ-ს ქ. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში

1 თებერვალი 2024

იუნკერების ვიზიტი აშშ-ს ქ. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა გიორგი ხიხაძემ და კონსტანტინე რაზმაძემ, აშშ-ს ქ. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიაში გამართულ „ლიდერობის კონფერენცია“-ში მიიღეს მონაწილეობა.         
წიგნის პრეზენტაცია

31 იანვარი 2024

წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა პრეზენტაცია   პოლიტიკის მეცნიერების დოქტორების, აკადემიის პროფესორ ლევან ნიკოლეიშვილისა და თორნიკე ზედელაშვილის წიგნის - "კიბერშესაძლებლობები და გლობალური უსაფრთხოების ახალი გამოწვევები".