პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძის ლექცია

სპიკერების​ პროგრამის ფარგლებში დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე.

პოლკოვნიკი ჭელიძე თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის იუნკერებს შეხვდა და მათ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსების, მისიის, სტრუქტურისა და ამოცანების შესახებ ესაუბრა. ლექციის მსვლელობისას ცენტრის მეთაურმა ყურადღება ასევე გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ორმხრივ პროგრამებზე.

12.06.2018