სამეთაურო-საშტაბო კურსის პრაქტიკული მეცადინეობები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები სასწავლო ცენტრ “კრწანისი”-ს გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების სასწავლო ცენტრში გადიან ბატალიონის დონის ორ ეტაპიან სიმულაციურ სწავლებას, რომელიც მოიცავს წინასწარ დაგეგმილი რაიონული თავდაცვის ოპერაციების გათამაშებასა და აღსრულებას.

აღნიშნული სწავლების მიზანია კურსის მსმენელებმა შეძლონ საბრძოლო ოპერაციების დროს ყველა საბრძოლო ფუნქციის ინტეგრირება და გათამაშების დროს ამ ფუნქციების შესაძლებლობების ზუსტი აღქმა. ასევე კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, საბრძოლო ოპერაციებზე ვარჯიშისას მოახდინონ ოპერაციის წარმატებით შესრულებაში ხელის შემშლელი მხარეების გამოვლენა.

07.02.2017