RUSI-ის ექსპერტების სალექციო კურსი აკადემიის მაგისტრანტებისთვის

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამაგისტრო მიმართულების მსმენელებმა ომის ტრანსფორმაციის - ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების შესახებ სალექციო კურსი დაასრულეს.

სალექციო კურსს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტები უძღვებოდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნენ თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების ოპტიმალურ საშუალებებს.

აღნიშნული კურსი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

05.04.2018