სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და დამოუკიდებელი მკვლევარები იღებდნენ მონაწილეობას.

კონფერენცია აკადემიის რექტორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნა. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა საქართველო გლობალურ კონტექსტში, საინფორმაციო ომი, კიბერსივრცის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში, უსაფრთხოების ზოგადი ასპექტები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციას ორი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიებში.

მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით, წარმოადგინონ კვლევის შედეგები და შესაბამისი დასკვნები. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ სერტიფიკატები გადასცა.

29.10.2018