სამუშაო შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან ერასმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში

ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მარიამ დარბაიძე უძღვებოდა.

სამუშაო შეხვედრა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის "Turnitin" აღწერილობისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელმა და ტექნიკურმა პერსონალმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც სტუდენტებისთვის ასევე აკადემიური პერსონალისთვის.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

10.10.2018