საორიენტაციო შეხვედრა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხულ პირთათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მათ აკადემიაში ჩაბარება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
პირველკურსელები დეტალურად გაეცნენ აკადემიაში არსებულ პროგრამებს, რეგულაციებსა და კონტრაქტის პირობებს. მათ ასევე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მომავალმა იუნკერებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაც 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ითვალისწინებს.

06.09.2018