სასწავლო ბატალიონის საველე-საზაფხულო შეკრებისა და სტაჟირების პროგრამა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი, მეორე და მესამე კურსის იუნკერებმა სამკვირიანი საველე-საზაფხულო შეკრებისა და სტაჟირების პროგრამა გაიარეს.

პროგრამის ფარგლებში სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა განახორციელეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული სავარჯიშოები საერთო საჯარისო ტაქტიკაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, სამთო და საცეცხლე მომზადებასა და პირველად სამედიცინო დახმარებაში.

აღნიშნული პროგრამა იუნკერებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ მცირე ქვედანაყოფებით ოპერაციების ჩატარებისათვის საჭირო უნარები. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მესამე კურსის იუნკერებმა ასევე შეისწავლეს საველე პირობებში ათეულის მეთაურის რანგში ლექციების ჩატარება, სხვადასხვა დავალების პრაქტიკულად განხორციელება და სათანადო გადაწყვეტილების დროულად მიღება.

მსგავსი ტიპის საველე სწავლებების მიზანია სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება.

02.08.2018